სიტყვა, თქმული გუბაზ მეფის მიერ ლაზი მხედრების მიმართ, მოხირისთან ბრძოლის წინ, 549 წელს

„მე არ ვიცი, ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ რჩევა-დარიგებით მომართვა თქვენდამი თქვენს აღსაფრთოვანებლად. ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოწოდება აღარ ესაჭიროება იმათ, ვინც გარემოებათა საჭიროებითაა უკვე აღფრთოვანებული, რასაც ჩვენთან ამჟამად აქვს ადგილი. საფრთხე არსებობს ხომ ცოლებისთვის, შვილებისთვის, სამშობლო ქვეყნისთვის და, ერთი სიტყვით, ყველაფრისთვის, რის გამოც სპარსელებმა ჩვენზე იერიში მოიტანეს. არავინ არ დაუთმობს იმათ, ვინც რასმე ართმევს მას ძალით მისი ქონებიდან, ვინაიდან ბუნება აიძულებს მას იბრძოლოს თავისი საკუთრებისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ წინ აღარაფერი უდგება სპარსელების ანგარებას, როდესაც მათ ეს შეუძლიათ; თუ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ, არც თუ მხოლოდ დაგვიმორჩილებენ ან ხარკს დაგვადებენ ან სხვა რამესაც დაისაკუთრებენ – ნუ დავივიწყებთ იმასაც, რაც ამას წინათ ხოსრომ  ჩაიდინა ჩვენ მიმართ – მაგრამ დე  სიტყვის ფარგლებში ნუ დაგვირჩება სპარსთა საქმეები, დე ნუ აღიგვება სახელი ლაზთა . ძნელი არ არის, ვაჟკაცებო, მიდთა  წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, რომელთაც ხშირად გაგვიმარჯვნია მათზე ხელჩართულ ბრძოლაში. მიჩვეულისათვის არ არსებობს არავითარი სიძნელე, ვინაიდან საქმის სიდუხჭირე წინდაწინვე ქრება მეცადინეობისა და გამოცდილების წყალობით. ასე რომ შესაფერისი იქნება გძულდესთ მტრები, როგორც ბრძოლაში დამარცხებულნი და არა თქვენსავით აღფრთოვანებულნი. ერთხელ დამორჩილებული სიამაყე, ჩვეულებრივ, ვეღარ აღორძინდება. მაშ, იქონიეთ ეს მხედველობაში და შეებრძოლეთ მოწინააღმდეგეს აღვსილნი კეთილი იმედებით.“

მთავარი

მთავარი

წინამდებარე ბლოგის ავტორია ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ა(ა)იპ - კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ...