სიტყვა, თქმული დავით აღმაშენებლის მიერ მხედრობის მიმართ დიდგორის ომის წინ, 1121 წელს

„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისათვის და სარგებლობისათვის კარგი იქნება, ესაა რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე  უფრო მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით; და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხორგებით შევკრათ, და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ.“


მთავარი

მთავარი

წინამდებარე ბლოგის ავტორია ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ა(ა)იპ - კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ...