„მოიჴსენეთ სიყუარული მამის მამისა, მირვანისი , და კეთილი მისი თქუენდა მომართ. დაღაცათუ მამამან ჩემმან შემოიღო სჯული უცხო თქუენ შორის, და მისგანცა გაქუნდა კეთილი. სამართლად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქუენთა, და აწ ნუ არს საურავი და შიში გულსა თქუენსა სიკუდილისათჳს მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისათჳს მოჰკლვენ მამანი შვილთა და ძმანი ძმათა, და არა იძიების სისხლი სჯულისა დატევებისათჳს მოკლულთა. მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა ფარნავაზიანთა. დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქუენთასა, და ვესავ მე ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა, აწ ითუალეთ ჩემგან დიდება და კეთილი.“